English / ქართული / русский /
ქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
სოციალური სამართლიანობა – სახელმწიფოში ეკონომიკური უსაფრთხოების აუცილებელი პირობა

ვრცელი რეზიუმე

სახელმწიფოში ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული პრობლემების კვლევას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რამეთუ სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ხალხის ინტერესებისათვის საზოგადოებისა და სახელმწიფოს ედექტიანი ფუნქციონირება.

ამასთანავე, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა სოციალური სამართლიანობის მიღწევა და დამკვიდრება ეკონომიკაში, რამეთუ სოციალური სამართლიანობის მიღწევა და დამკვიდრება ეკონომიკაში, ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოებაში და სახელმწიფოში, წარმოადგენს ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების და ხალხის ინტერესების რეალიზაციის აუცილებელ პირობას, რადგან კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობის დაცვის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, და როგორც ეკონომიკის, ისე საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკაში სოციალური სამართლიანობის პრობლემის გადაჭრას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ევროპულ კავშირთან სამართლებრივი ადაპტაციის აუცილებლობასთან კავშირში.

ამრიგად, სოციალური სამართლიანობის მიღწევა და დამკვიდრება არის სახელმწიფოში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა.

საკვანძო სიტყვები: სოციალური სამართლიანობა, სახელმწიფოში ეკონომიკური უსაფრთხოება, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირების პრობლემები.